|
2015-02-01 15:20:03, 864 ნახვა
საზოგადოება
ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა
ბარათაშვილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ტენდერში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 2015 წლის 18 თებერვლიდან დაიწყება და 23 თებერვალს დასრულდება. ხიდზე არსებულ მდგომარეობას დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიორგი სოლომონია, ისნის და კრწანისის რაიონის გამგებლები ვახტანგ ქიზიყურაშვილი და გიორგი კოპალეიშვილი გაეცნენ. დავით ნარმანიას განცხადებით, ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციით წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოიხსნება. "ხიდს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია, რაც გაზრდის მისი ექსპლუატაციის ვადას, ხიდზე გადაადგილება უსაფრთხო იქნება როგორც ავტომობილებისთვის, ისე ფეხით მოსიარულეთათვის" - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე თქმით, ხიდი შესაბამისობაში უნდა იყოს ქალაქის ისტორიულ ნაწილთან, ამიტომ, მოაჯირის განახლება საზოგადოების ჩართულობით მოხდება. კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის, ავთანდილ სუდაძის თქმით, ტენდერი ითვალისწინებს ბარათაშვილის სავალი და საფეხმავლო ნაწილის შეცვლას, ასევე მიწისქვეშა გადასასვლელების სრულ რებილიტაციას. ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 250 000 ლარია გამოყოფილი. პროექტის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება ხიდის სავალ ნაწილს, ხელახლა გაკეთდება ჰიდროიზოლაცია, მოეწყობა ახალი ტროტუარები და მიწისქვეშა გადასასვლელები. ბარათაშვილის ხიდის კვლევა-გამოცდა 2013 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულმა ხიდსაცდელმა ცენტრმა ჩაატარა. ნაგებობის გამოცდის შემდეგ მომზადებული დასკვნის საფუძველზე დადგენილია, რომ ხიდის ძირითადი კონსტრუქცია (ბურჯები და მალის ნაშენი) კარგ მდგომარეობაშია, შესაცვლელია ნაგებობის სავალი ნაწილი, ჰიდროიზოლაცია, ტროტუარები და მიწისქვეშა გადასასვლელები. დღეს არსებული ბარათაშვილის ხიდი 1960–იან წლებში აშენდა. ნაგებობამ მანამდე არსებული რკინის კონტრქუცია ჩაანაცვლა. ხელახალი აშენების შემდეგ, მისი რეაბილიტაცია არ ჩატარებულა.
გასაჯაროებულ უმძიმეს კადრებთან დაკავშირებით, შსს-ს განცხადება დამატებით კითხვებს აჩენს - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
სანქციებია საჭირო - ევროპარლამენტარი პოლიციის მიერ ხალხის ცემაზე
ანა ნაცვლიშვილი პოლიციის მიერ ადამიანების ცემა-წამებაზე შსს-ს კითხვებით მიმართავს
კუპრაძე პოლიციელების ძალადობაზე - დაისაჯონ, გამოაშკარავდეს ყველა დამნაშავე
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)