11:29 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-06 15:05:55, 1031 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - გახარია იბრძვის იმისთვის, რომ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში ითამაშოს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გახარია იბრძვის იმისთვის, რომ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში ითამაშოს.

როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, წარმოუდგენელია „ნაციონალებისთვის“ გადამდგარი გახარიას მისია მისი პარტიის რამდენიმე წარმომადგენლის საკრებულოს წევრობა იყოს.

„მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა, ვის მოედანზე თამაშობს გიორგი გახარია:

1. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, მისი(ვე) განცხადებით, გადადგა იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაკავება ვერ გადაავადა.

2. უკიდურესად დაძაბული და კრიტიკული ვითარების დროს, ეს არ შედიოდა არც სახელმწიფოს, არც „ქართული ოცნების“ ინტერესებში და კიდევ უფრო ამძაფრებდა სიტუაციას.

3. მისი გადადგომა აწყობდა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“. მათი რეაქციებიც ამასვე მოწმობდა.

4. თავისი ქმედებით მან საკუთარი გუნდი უდიდესი დარტყმის ქვეშ დააყენა.

5. მისგან დღემდე არ მოგვისმენია რეალური, რაციონალური, დამაჯერებლობის მინიმალური ხარისხის არგუმენტიც კი, – რას შეცვლიდა მელიას დაკავების 2-3 დღით გადადება.

მხოლოდ ორი ვარიანტია: ეს ყველაფერი ვერ გაანალიზა, შეეშინდა და საკუთარი გუნდი ამიტომ მიატოვა ან შეგნებულად ითამაშა „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში და უღალატა საკუთარ გუნდს. პირადად ჩემთვის (არსებული უტყუარი და ლოგიკური ინფორმაციების გარეშეც კი) პასუხი მარტივია… რაც შეეხება მომავალს გახარია იბრძვის იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე რამდენიმე დეპუტატი გაიყვანოს რამდენიმე რაიონის საკრებულოში ან „ქართული ოცნება“ ჩამოაცილოს 43-პროცენტიან მაჩვენებელს, ანუ აქაც „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში ითამაშოს.

პასუხი ამ შემთხვევაშიც მარტივია: წარმოუდგენელია „ნაციონალებისთვის“ გადამდგარი გახარიას მისია მისი პარტიის რამდენიმე წარმომადგენლის საკრებულოს წევრობა იყოს“, - წერს მამუკა მდინარაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
დაჭრა 2 ადამიანი და ადგილიდან მიიმალა - გორში მომხდარზე შსს-მ 1 პირი დააკავა
თბილისში არასრულწლოვანმა, ცივი იარაღის გამოყენებით, ტაქსის მძღოლი დაჭრა - კონფლიქტი მგზავრობის საფასურის გამო მოხდა
საქართველოს პროკურატურა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ახალ ბრალდებას ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics