11:31 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-05 17:15:06, 1349 ნახვა

პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილი დაფინანსების შეწყვეტაზე - უნდა დაიწყო „გირჩივით“ ნარკოტიკების გაყიდვა, მერე გაიჩხერ და იწუწავებ

ბიუჯეტი არ გაფინანსებს, მაშინ რა უნდა ქნა? უნდა დაიწყო „გირჩივით“ ნარკოტიკების გაყიდვა, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში პარტიებისთვის დაფინანსების შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის პარლამენტში შესვლას არც დაფინასების შეწყვეტის შემთხვევაში აპირებს.

„პარლამენტში არ შევალ რაც არ უნდა ქნან, სულ ყირაზე, რომ დადგნენ. ისიც არ იციან ალბათ, რომ ლეიბორისტული პარტია 1995 წელს შევიქმენით და 2007 წლამდე ჩვენ არ ვფინანსდებოდით. 12 წელი ვიყავით ყოველგვარი დაფინანსების გარეშე, რაღაცას ან ოჯახიდან მოვიტანდით, ან ვიღაც მადლიანი გამოჩნდებოდა, ახლა ეგეთიც არ ჩანს, ბიზნესმენი არ მახსოვს უკვე რამდენი წელია, რომ რაღაც ერთი ცენტი მაინც გაეღო... ბიუჯეტი არ გაფინანსებს, მაშინ რა უნდა ქნა? უნდა დაიწყო „გირჩივით“ ნარკოტიკების გაყიდვა, ნარკომოვაჭრეებთან ალიანსი, მერე გაიკეთებ, გაიჩხერ, დაიკავებ საწუწაოს და პარლამენტიდან შემომსვლელ-გამომსვლელს გაწუწავ... და ყველაზე მეტად საშიშია ის ხალხი, რომელიც ასე ფიქრობს, როგორც „გირჩი“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
დაჭრა 2 ადამიანი და ადგილიდან მიიმალა - გორში მომხდარზე შსს-მ 1 პირი დააკავა
თბილისში არასრულწლოვანმა, ცივი იარაღის გამოყენებით, ტაქსის მძღოლი დაჭრა - კონფლიქტი მგზავრობის საფასურის გამო მოხდა
საქართველოს პროკურატურა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ახალ ბრალდებას ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics