|
2021-06-01 12:08:41, 833 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - შეხედეთ, რომელი ტელევიზიები აპიარებენ გახარიას და ნახავთ, „ოცნება 2“-ია თუ „სხვა რამე 2“
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ერთადერთი ამოცანაა, რომ „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ს დაუახლოვოს. როგორც ირაკლი კობახიძე განმარტავს, ეს ამოცანა შესრულებადი არ არის არც ერთი ოპოზიციონერის მხრიდან „მას აქვს ერთადერთი ამოცანა, რომ რაღაცნაირად მოახერხოს და 43%-ს დაუახლოვოს „ქართული ოცნება“, თუმცა ეს ამოცანა შესრულებადი არ არის, არც მისი და არც რომელიმე სხვა ოპოზიციური პარტიის მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა გიორგი გახარია „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის პროექტი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, „შეხედეთ, რომელი ტელევიზიები აპიარებენ გახარიას და ნახავთ, ეს არის „ოცნება 2“, თუ „სხვა რამე 2“.
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)