21:20 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-30 19:36:30, 805 ნახვა

კომენტარი
EU და აშშ-ის საელჩო - ვწუხვართ, რომ „ენმ“-მ არ გამოიყენა შესაძლებლობა და 19 აპრილის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა

„ვწუხვართ, რომ „ენმ“-მ არ გამოიყენა შესაძლებლობა და 19 აპრილის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა“, - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობამ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ერთობლივი განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეთანხმების ხელმოწერით, „ნაციონალური მოძრაობა“ აჩვენებდა მზაობას, შეასრულოს ფუნდამენტური ამოცანები საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე.

„ძალიან ვწუხვართ, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ შეერთებოდა სხვა საპარლამენტო პარტიებს და 19 აპრილის შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სხვა არჩეულ პარტიებთან ერთად თანაბრად პასუხისმგებელია, რომ კონსტრუქციულად ჩაერთოს პარლამენტის მუშაობაში პოლიტიზებულად აღქმული მართლმსაჯულების საკითხების მოსაგვარებლად, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმის განხორციელებისთვის ხმის მისაცემად და ზედმიწევნით განსახილველად, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებაში მონაწილეობის მისაღებად, ბევრ სხვა პრიორიტეტს შორის.

ეს მნიშვნელოვანი სამუშაოა, რომელსაც საქართველოს ყველა არჩეული ლიდერის პასუხისმგებლიანი მონაწილეობა სჭირდება.

ამ შეთანხმების ხელმოწერით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჩვენებდა მზაობას შეასრულოს ეს ფუნდამენტური ამოცანები საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე“, - ვკითხულობთ განცხადებაში.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics