00:40 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-30 11:50:50, 2009 ნახვა

მსოფლიო
ბელარუსი რუსეთისგან 500 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტს მიიღებს

ბელარუსი რუსეთისგან 500 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტს მიიღებს.

აღნიშნულის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

როგორც პესკოვმა აღნიშნა, სოჭში ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის მთავარი თემა სწორედ რუსეთის მხრიდან კრედიტის გამოყოფის საკითხი იყო.

მისივე თქმით, თანხა ბელარუსს უახლოეს მომავალში გადაეცემა და ყველაფერი უკვე შეთანხმებულია.

ამას გარდა, როგორც პესკოვმა აღნიშნა, სოჭში შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსში დაკავებული რუსეთის მოქალაქის, სოფია საპეგას საკითხი განიხილეს. 

საპეგა 23 მაისს ჟურნალისტ რომან პროტასევიჩთან ერთად დააკავეს. პესკოვის თქმით, საპეგას ბელარუსის ბინადრობის უფლება გააჩნია.

პესკოვის თქმით, შეხვედრაზე არ განხილულა რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის ერთიან ვალუტაზე გადასვლის თემა.

"შეხვედრაზე ძირითადად განიხილეს რუსეთსა და ბელორუსს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარება და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა", - აცხადებს კრემლის პრესსპიკერი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics