|
2021-05-25 15:06:54, 562 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - საერთაშორისო ვიზიტორებისთვის სახმელეთო საზღვრების გახსნა გამოიწვევს როგორც ტურისტების რაოდენობის ზრდას, ასევე გაზრდილ შემოსავლებს
უწყებათაშორის საბჭოზე მივიღეთ მორიგი პოზიტიური ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ტურიზმის და ზოგადად ეკონომიკის სფეროში. ტურიზმის აღდგენა არის ჩვენი ეკონომიკის აღდგენის საწინდარი. 2021 წლის პირველი ივნისიდან საქართველოს სახმელეთო საზღვრები უცხოელი ვიზიტორებისთვის გაიხსნება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, სახმელეთო საზღვრების გახსნა მოხდება ძალიან ფრთხილად, კოვიდ-რეგულაციების დაცვით და ნეგატიური PCR ტესტის დოკუმენტის აუცილებელი წარმოდგენით საზღვარზე. „ეს არის ძლიერი მესიჯი იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო, რომელიც ჩამოყალიბდა როგორც უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა, სადაც ტურისტული ინდუსტრია სწრაფად ვაქცინირდება სხვა პრიორიტეტულ ჯგუფთან ერთად, ელის ტურისტებს და ისინი შემოვლენ არა მხოლოდ საჰაერო, არამედ სახმელეთო გზითაც. ეს იქნება ძალიან დადებითი მუხტი, რომელიც გამოიხატება როგორც ტურისტების რაოდენობის ზრდაში, ასევე გაზრდილ შემოსავლებში“, - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო ტურისტებისთვის საქართველოს სახმელეთო საზღვრების ეტაპობრივად და ეპიდვითარების კონტროლით გახსნა მყისიერად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მათ შორის, ლარის კურსის დასტაბილურებაზეც. „ახლა ყველა ვხედავთ, როგორ ზემოქმედებს ლარის კურსზე სხვადასხვა ფაქტორი და პირველ რიგში, ტურისტების მიერ შემოტანილი სავალუტო შემოსავლები, ასევე ის დადებითი მოლოდინები, რომელთაც ეს ფაქტი ქმნის“, - განაცხადა ნათია თურნავამ. კიდევ ერთი სიახლე, რომელიც დღეს უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო, სარესტორნო ინდუსტრიას შეეხება - 1-ელი ივნისიდან საქართველოში რესტორნები და კვების ობიექტები კლიენტების მომსახურებას შაბათ-კვირის ჩათვლით დახურულ სივრცეებშიც შეძლებენ. „ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ტურისტებისთვის და ასევე ჩვენი მოქალაქეებისთვისაც და რა თქმა უნდა, სარესტორნე ინდუსტრიისთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)