|
2021-05-24 18:14:23, 662 ნახვა
საზოგადოება
მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „FITUR“ დასრულდა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს პოპულარიზაცია მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწია. გამოფენა, სადაც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით იყო მიწვეული, დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობდა. გამოფენას ესწრებოდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე, რომელმაც საქმიანი შეხვედრები გამართა საერთაშორისო მედიის, ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან. წელს, მადრიდის გამოფენა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-სა და დედოფალ ლეტიციასთან ერთად გახსნა. გამოფენაზე 165 ქვეყნის 11 ათასი კომპანია და 7 ათასზე მეტი ჟურნალისტი იყო წარმოდგენილი. გამოფენის ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ მთავარ ვიდეოეკრანებზე საქართველოს სარეკლამო-საიმიჯო ვიდეორგოლები ენახათ და ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს გაცნობოდნენ. საქართველოს ფოტოებით დაიბრენდა გამოფენის შესასვლელი და მოსასვენებელი ადგილები. საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ინტერნეტ მხარდაჭერასაც საქართველო უზრუნველყოფდა. გამოფენას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი და საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდი საუკეთოდ დასახელდა.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)