|
2021-05-22 13:47:18, 786 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ არჩევნებამდე საკადრო ცვლილებები არ იგეგმება
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე პარტიაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება. როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, მმართველი გუნდი არის ერთიანი, როგორც არასდროს და კონცენტრირებულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებაზე. „პარტია არის ერთიანი და პოლიტიკური გუნდი, ლიდერები ვართ ერთიანი, როგორც არასდროს. ჩვენ ვართ კონცენტრირებული თავიდან ბოლომდე იმაზე, რომ სათანადო შედეგით დავასრულოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ეს არის ჩვენი პრინციპული ამოცანა და ამ მიზნის გარშემო, რა თქმა უნდა, მთელი გუნდი იქნება მობილიზებული. არჩევნებამდე არავითარი საკადრო ცვლილებები და ცვლილება არ არის დაგეგმილი, პირველ რიგში, ვართ კონცენტრირებული არჩევნებზე, დანარჩენი, სამომავლოდ თუ ყრილობა გაიმართება, გადაწყვეტილებას მიიღებენ პარტიის წევრები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
დაჭრა 2 ადამიანი და ადგილიდან მიიმალა - გორში მომხდარზე შსს-მ 1 პირი დააკავა
თბილისში არასრულწლოვანმა, ცივი იარაღის გამოყენებით, ტაქსის მძღოლი დაჭრა - კონფლიქტი მგზავრობის საფასურის გამო მოხდა
საქართველოს პროკურატურა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ახალ ბრალდებას ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)