19:22 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-20 13:47:44, 384 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის სამსახური ზუგდიდში დევნილებისთვის 600 ბინის გადაცემის საკითხზე მუშაობას იწყებს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, მიმდინარე წელს,  ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 600 დევნილ ოჯახს გადასცემს.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, მონიტორინგს 1942  იძულებით გადაადგილებული ოჯახი დაექვემდებარება.

„მონიტორინგის ჯგუფები მუშაობას უახლოეს დღეებში დაიწყებენ და დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან.  ბინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებს. საცხოვრებელი ფართები იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც  ამ ეტაპზე ყველაზე მეტად საჭიროებენ განსახლებას“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განსაზღვრა, რამდენ ოთახიან ბინაზე რამდენ ქულიანი იძულებით გადაადგილებული ოჯახები დაექვემდებარებიან მონიტორინგს:

  • ერთოთახიანი ბინები – დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 6 ან მეტი ქულა;
  • ოროთახიანი ბინები – დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 4  ან მეტი ქულა;
  • სამოთახიანი ბინები – დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 2,5  ან მეტი ქულა;
  • ოთხოთახიანი ბინები – დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 9,5  ან მეტი ქულა;
  • 3+2 ოთახი -  დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 4  ან მეტი ქულა;
  • 3+3 ოთახი - დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 2,5  ან მეტი ქულა.

ზუგდიდში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები შეგიძლიათ იხილოთ დევნილთა სააგენტოს ვებგვერდზე - www.idp.gov.ge.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics