21:06 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-15 11:06:45, 668 ნახვა

საზოგადოება
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დოკუმენტების კოლექცია ეროვნული არქივის ვებგვერდზე

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" შესახებ საარქივო დოკუმენტების კოლექცია გამოქვეყნდა: https://archive.gov.ge/ge/tsera-kitkhvis-gamavrtselebeli-sazogadoeba-2.

„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება" 1879 წლის 31 მარტის წესდებით დაარსდა. ორგანიზაციის პირველი საზოგადო კრება ამავე წლის 15 მაისს გაიმართა.

საზოგადოების შესახებ შექმნილ გვერდზე წარმოდგენილია ფოტოები და წერილობითი დოკუმენტები მისი დაარსების, მუშაობის ძირითადი მიმართულებების, დამფუძნებლებისა და წევრების შესახებ.

„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება" ათწლეულების განმავლობაში ეროვნულ საქმეს - ქართული ენის შენარჩუნებას, განათლების გავრცელებასა და კულტურის გადარჩენა-განვითარებას ემსახურებოდა. ამ ორგანიზაციის ფონდს საქართველოს ეროვნული არქივის ფონდებს შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics