|
2021-05-14 18:29:11, 439 ნახვა
საზოგადოება
მუხიანის აგარაკებზე, გურიის აღმართსა და მასთან მისასვლელ გზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს განაგრძობს. მუხიანის აგარაკებზე, გურიის აღმართსა და გამარჯვების ქუჩის მონაკვეთზე წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის სამუშაოები განხორციელდა. წყალარინების ქსელი დაახლოებით, 500 გრძივ მეტრზე მოეწყო. ამ ეტაპზე, გლდანის გამგეობა გზის საფარის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. დაახლოებით, 1 700 კვადრატულ მეტრ ფართობზე ბეტონის გზის მოწყობა სრულდება. პროექტისთვის 250 000 ლარი არის გათვალისწინებული. ასევე, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს გამარჯვების ქუჩისა და გურიის აღმართამდე მისასვლელ გზაზეც, სადაც დაახლოებით, 2 000 კვ.მეტრ ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარი იგება და 100 000 ლარამდე დაიხარჯება. მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად გაეცნო.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)