20:34 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-02 19:49:24, 1445 ნახვა

მსოფლიო
ისრაელში მერონის მთაზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ

ისრაელში დღეს ეროვნული გლოვის დღეა. ქვეყანაში მერონის მთაზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გლოვის დღესთან დაკავშირებით დაშვებულია დროშები.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მერონის მთაზე დაშავებულები ადამიანებისთვის სისხლი ჩააბარა. ამის ამსახველი ფოტომასალა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.

„დიდი მადლობა ისრაელის მოქალაქეებს, რომლებმაც დღეს სისხლი ჩააბარეს. ასეთ დროს ჩვენი ხალხი ერთიანდება. ისრაელის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ დაეხმაროს დაშავებულთა ოჯახებს“, – წერს ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ისრაელში, მერონის მთაზე ლა ბა-ომერის ფესტივალზე ტრიბუნის ჩანგრევისა და ჭყლეტის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 150-ზე მეტი. ზოგიერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. რელიგიურ ღონისძიებაზე ათობით ათასი ადამიანი იმყოფებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics