20:02 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-29 17:08:32, 968 ნახვა

ეკონომიკა
თიბისის და Visa-ს ინიციატივით, მომსახურე პერსონალისთვის „თიფის“ დატოვება უკვე ბარათით და ტერმინალითაა შესაძლებელი

თიბისის და ვიზას ერთობლივი ინიციატივით, მომხმარებლები მომსახურე პერსონალისთვის მადლიერების ნიშნად, ე.წ. „თიფის" დატოვებას უკვე ბარათებით შეძლებენ.

პოს-ტერმინალებს ახალი ფუნქციონალი უკვე დაემატა. შესაბამისად, სასტუმროებში, რესტორნებსა თუ კაფეებში თიფის დატოვება ნაღდი ფულის ნაცვლად, უკვე მარტივად, ნებისმიერი ბარათითაა შესაძლებელი. ამისათვის კი მხოლოდ  ბარათის თიბისის ტერმინალზე დადებაა საჭირო.

„თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. მომხმარებლებს და ბიზნესის წარმომადგენლებს ისეთ პროდუქტებს და მომსახურებას ვთავაზობთ, რაც მათ ყოველდღიურობას უმარტივებს. აქამდე, რესტორნებსა თუ კაფეებში მადლიერების გამოსახატად, მომსახურე პერსონალისთვის თიფის დატოვება მხოლოდ ნაღდი ფულით იყო შესაძლებელი, რაც გარკვეულ დისკომფორტს იწვევდა. სიახლის დანერგვით, გვინდა, ბინზესების წარმომადგენლებს და მომხმარებლებს პროცესები მაქსიმლურად გავუმარტივოთ და თავიდან ავარიდოთ ის უხერხულობა, რაც ნაღდი ფულის არ ქონამ შესაძლოა გამოიწვიოს", - თამუნა ჟიჟილაშვილი, თიბისის გადახდების განვითარების ლიგის ლიდერი.

ფუნქციონალის გააქტიურება ბიზნესების წარმომადგენლებს სრულიად უსასყიდლოდ, დისტანციურად შეუძლიათ. ბარათით თიფის გადახდა უკვე 200-მდე ობიექტშია ხელმისაწვდომი და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics