06:05 - 31 Jul, 2026
|
2021-04-27 12:59:52, 567 ნახვა
პოლიტიკა
ნინო თანდილაშვილი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტსაც, რომელიც მიმდინარე წლის მაისშია დაგეგმილი. ვიზიტის ფარგლებში, განსაზღვრულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობის გაცნობა და სხვადასხვა მიმართულების ფერმერული მეურნეობების დათვალიერება. შეხვედრას უნგრეთის საელჩოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების კონსული სზაბლოკს ვარგა ესწრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)