05:40 - 24 Jul, 2026
|
2021-04-23 09:52:54, 427 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი დაიწყო
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქ. N24-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ აშენებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, არაერთი მოქალაქის მიმართვის საფუძველზე ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის ათამდე ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე თვის წინ მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)