01:19 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-17 11:46:16, 827 ნახვა

რეგიონი
სამეგრელოში ოთხი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში არარეგისტრირებული 4 სახერხი საამქრო გამოავლინეს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში, მოქალაქეს, ერთი უკანონო ლენტური სახერხი საამქრო, საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი. ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო თხმელას (მურყანი) სახეობის 15 ერთეული დაუფირნიშებელი მორი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, დაურეგისტრირებული ლენტური ტიპის 3 სახერხი საამქრო გამოვლენილია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სალხინოში, ლეცავესა და  ინჩხურში. მოქალაქეებს, სახერხი დანადგარები საქმიან და საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. სამი სახერხი საამქროს ტერიტორიებიდან, ჯამში ამოღებულია, 9 ერთეული წიფელას სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი), 4 ერთეული წიწვოვანი (ნაძვი) დაუფირნიშებელი მრგვალი მორი და 2 მ3 ნაძვისა და წიფელას სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი.

ვინაიდან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics