01:23 - 31 Jul, 2026
|
2021-04-15 16:04:28, 629 ნახვა
პოლიტიკა
სომხეთის პრეზიდენტი, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სალომე ზურაბიშვილს ხვდება
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩამოვიდა, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება. სალომე ზურაბიშვილსა და არმენ სარქისიანს შორის შეხვედრა, ამ წუთებში, ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი და არმენ სარქისიანი პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილი აქვს შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან. ამასთანავე, არმენ სარქისიანი თბილისში სომხურ საკათედრო ტაძარს დაათვალიერებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)