00:21 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-12 11:15:30, 672 ნახვა

პოლიტიკა
გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღგენაზე საუბარი ნაადრევია

საქართველოში რადიკალურად განწყობილი ძალები გაურკვევლობას მატებენ რუსეთთან ავიამიმოსვლის აღგენის საკითხს, რომელზეც ჯერ ადრეა საუბარი, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბარი ნაადრევია. „რადიკალი მყვირალები“  საქართველოში (გავიხსენოთ შემთხვევა ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებით) მხოლოდ და მხოლოდ ამატებენ ჩამოუყალიბებლობას ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს იყო საკმაოდ მახინჯი ინციდენტი. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მოვისმინეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაბანალნსებული განცხადება, რომელმაც დაგმო მომხდარი“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ გააგრძელებს კონტაქტს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან.

„ჩვენ 2012 წლიდან ვმუშაობთ ერთობლივად და ამას მოაქვს პრაქტიკული შედეგები რიგ მნიშვნელოვან საკითხებში. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის და საქართველოში შიდა პოლიტიკური ბრძოლის გამო, ხშირად ეს ძალიან რთულია. პანდემიამ არ მოგვცა საშუალება 2020 წელს შევხვედრილიყავით, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ონლაინ-ფორმატში და ვიმედოვნებთ, რომ გვექნება პირისპირ შეხვედრაც“, - დასძინა გრიგორი კარასინმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics