03:06 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-07 18:38:58, 772 ნახვა

რეგიონი
მთიან აჭარაში ახალი საპიკნიკე ზონები მოეწყობა

მთიან აჭარაში საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მოწყობა წელსაც იგეგმება. ამ ეტაპზე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო საპიკნიკე ზონების მოწყობას ქობულეთსა და შუახევში გეგმავს. ავთენტური და ეკოლოგიური მასალებით დამზადებული საპიკნიკე ზონა ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, ჯვარიმინდორის იაილებზე მოეწყობა, რაც მოგზაურებს საშუალებას მისცემს ღია სივრცეში, ავთენტურ გარემოში განიტვირთონ, დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბნენ.

ჯვარიმინდორი ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელ, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე მდებარეობს, სადაც სააგენტო ტურისტული თავშესაფრის მშენებლობასაც გეგმავს. შედეგად, აჭარაში ყველაზე გრძელ (88 კმ) საფეხმავლო მარშრუტზე მოგზაურებს ეკოსტანდარტებით მოწყობილ ტურისტულ თავშესაფარსა და საპიკნიკე ზონაში დასვენების საშუალება მიეცემათ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ საპიკნიკე ზონების მოწყობა მთიანაჭარაში გასულ წელს დაიწყო, რის შედეგადაც ჩირუხის მთას, სოფელ კაპნისთავსა და სოფელ შუამთას ტურისტულად მიმზიდველი ადგილები შეემატა. გარდა საპიკნიკე ინფრასტრუქტურისა, სააგენტო მთიანაჭარაში ველოინფრასტრუქტურისა და ხიხანის ციხეზე ასავლელი ბილიკის პროექტზე, ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარებასა და პოპულარიზაციის კუთხით მუშაობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics