23:25 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-07 16:41:19, 762 ნახვა

პოლიტიკა
ვიოლა ფონ კრამონი - საქართველო ევროკავშირის წევრობიდან იმდენად შორსაა, რამდენადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ

საქართველო ევროკავშირის წევრობიდან იმდენად შორს არის, რამდენადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ვირტუალური მრგვალი მაგიდის, სახელწოდებით: „ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოს შესახებ: ღია დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან“ მიმდინარეობისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ და მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, არ ჩანს რეალური სტრატეგია, თუ როგორ უნდა იქნას მიღწეული ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი.

„ეს განცხადებები ალბათ, მმართველი პარტიის მიერ იმის არცოდნას უკავშირდება, თუ რას ველით მათგან. ვისურვებდი, ბევრად ახლოს ვიყოთ. მაგრამ ქვეყანაში რამდენიმე ცნობილ ადამიანთან საუბრიდან გამომდინარე, ვიტყოდი, რომ გულწრფელად, საქართველო წევრობიდან იმდენად შორს არის, რამდენადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ - ეს ჩემი შთაბეჭდილება იყო. მას შემდეგ, რაც საქართველოს ბევრჯერ ვეწვიე, შთაბეჭდილება მრჩება, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაფერი მნიშვნელოვნად შეიცვალა: ნათელი არ არის გადაწყვეტილების მიღების პროცესი მთავრობაში და პარლამენტში, ბევრი სტრუქტურა აღარაა ისეთი გამჭვირვალე, როგორც ადრე იყო. ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის იმის აღქმა და კონცეფცია, თუ როგორ უნდა იქნას ეს მიზანი მიღწეული“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics