|
2021-04-07 15:27:53, 2122 ნახვა
ეკონომიკა
სესხი შენთვის - „თი ბი სის“ ახალი პროდუქტი თვითდასაქმებულებისთვის
სესხი შენთვის - თიბისის ახალი პროდუქტია, რომელიც თვითდასაქმებულებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სპეციალურად მათზე მორგებული სესხი, გამარტივებული და გაუმჯობესებული პირობებით. პროცესის კიდევ უფრო გამარტივებისთვის, თიბისიმ თვითდასაქმებულ პირებს შემოსავლის დადასტურების კიდევ ერთი არხი - ვიდეო ვიზიტი შესთავა. რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს სესხის განაცხადის დაფიქსირება და მისი მიღება ონლაინ რეჟიმში, რამდენიმე წუთში შეუძლია. განაცხადის დაფიქსირება შესაძლებელია ვებ-გვერდზე - www.tbccredit.ge ან თიბისის ცხელი ხაზის საშუალებით. მომხმარებლებს, რომლებსაც არ სურთ ვიდეო ზარის სერვისით სარგებლობა, თიბისის წარმომადგენლები სამუშაო გარემოში ესტუმრებიან და მათ შემოსავალს ადგილზე შეისწავლიან. „თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. მნიშვნელოვანია, აქ და ახლა შევქმნათ ისეთი მოქნილი საბანკო პროდუქტები, რომლებიც მომხმარებლების ყოველდღიურ საჭიროებებზე იქნება მორგებული და დაუზოგავს დროს. სესხი თვითდასაქმებულებისთვის ზუსტად ასეთი პროდუქტია," - გიორგი სალია, თიბისის საცალო ბიზნესის ლიგის ლიდერი. გამარტივებული პირობების სესხის ლიმიტი 15 000 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ თვითდასაქმებული პირის ფინანსური საჭიროება არსებულ ლიმიტს სცდება, მას შესაძლებლობა აქვს, თიბისის ფილიალს ესტუმროს, სადაც საკრედიტო ექსპერტი მის ფინანსურ მდგომარეობას და შემოსავლებს დეტალურად გაანალიზებს და ლიმიტის გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს. პროდუქტით სარგებლობისთვის, ასევე დეტალური ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია ეწვიოს ვებ-გვერდს - www.tbccredit.ge ან დაუკავშირდეს სატელეფონო ცენტრს - *2727.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)