|
2021-04-06 15:33:09, 793 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ჩვენი თვითმიზანი არა ბოიკოტი, არამედ ქვეყანაში არსებლი შიმშილისა და გაჭირვების დამარცხებაა
ბოიკოტი არ არის ოპოზიციის თვითმიზანი, ჩვენი მიზანია, დავამარცხოთ შიმშილი და გაჭირვება, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ IRI-ის კვლევაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, შიმშილი და გაჭირვება ვერ დამარცხდება, თუ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა არ იგრძნობს ანგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე. „ბოიკოტი არ არის ოპოზიციის თვითმიზანი და ვფიქრობ, რომ ეს საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის. ჩვენი საერთო მიზანია, რომ გამოვასწოროთ ქვეყნის განვითარების პროცესი. თითოეულ მოქალაქეს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენი ბოიკოტის მიზანია, რომ ის შიმშილი და გაჭირვება, რომელიც დღეს არის ქვეყანაში რამენაირად დავამარცხოთ და ვერ დავამარცდებთ ვერასდროს, თუ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა არ იგრძნობს ანგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)