19:28 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-30 11:11:19, 727 ნახვა

პოლიტიკა
ბესიკ ბოგველი აცხადებს, რომ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდა პოლიტიკოსისადმი თანაგრძნობის გამო სურს

„ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელი ბესიკ ბოგველი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის 40 000 ლარიანი გირაოს გადახდა მას პოლიტიკოსისადმი თანაგრძნობის გამო სურს.

„ეს არის უბრალოდ დასტური, რომ მმართველი პარტია და მასთან დაკავშირებული ძალები, დესტაბილიზაციის და დაპირისპირების გარეშე ვერ ძლებდნენ. მთელი ღამე არჩევდნენ ვისი კაცი ვარ, ვისი კაცი ვარ და ფსიქოლოგი ვარ, არ შეიძლება პოზიცია მქონდეს?! ნიკა მელია და ნებისმიერი პოლიტიკოსი არის პირველ რიგში საქართველოს მოქალაქე და შესაბამისად, ეს თანაგრძნობაა და მე ვხედავ, რომ ძალიან ცუდად მიდის ქვეყანა. ფსიქოლოგს არ შეიძლება ჰქონდეს ანტიპატია ვინმეს მიმართ“, - განაცხადა ბესიკ ბოგველმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნიკა მელიასთვის 40 000 ლარიანი გირაოს გადახდი სურვილი „ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელმა, ბესიკ ბოგველმა გამოთქვა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics