19:28 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-29 18:19:38, 694 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - დესტრუქცია და ისევ დესტრუქციაა „ქართული ოცნების“ მხრიდან

დესტრუქცია და ისევ და ისევ დესტრუქციაა „ქართული ოცნების“ მხრიდან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეაფასოს, რამდენად არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს აქვთ ქვეყანა ჩაბარებული.

„დესტრუქცია და ისევ და ისევ დესტრუქციაა „ქართული ოცნების“ მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეაფასოს რამდენად არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს აქვთ ქვეყანა ჩაბარებული, როცა ისინი ყველა პროცესს აღიქვამენ ერთ-ერთ საკითხად, შეინარჩუნებენ თუ არა ქვეყნის ძარცვის ექსკლუზიურ უფლებას, რომელიც დღეს აქვთ გაყალბებული არჩევნებით მოპოვებული. ძალიან ვწუხვარ და მე არასდროს მათ არ დავემსგავსები, არ ვიქნები ისეთივე დესტრუქციული, როგორიც ისინი არიან. მე მზად ვარ, მივიდე მოლაპარაკებებზე და ჩვენი გუნდის ობიექტური პოზიცია გავაცნო მედიაციის მხარეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგში მონაწილეობისთვის, უკვე მეორედ ჩამოვიდა. პირველად, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში 12 მარტიდან 19 მარტამდე გაგრძელდა, თუმცა მისი შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრები შეთანხმების გარეშე დასრულდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics