|
2021-03-29 13:33:39, 1093 ნახვა
პოლიტიკა
ომბუდსმენი - ბევრი პოლიტიკური სპეკულაციაა, კარგი იქნება, მოლაპარაკების შესახებ გარკვეული საკითხები გასაჯაროვდეს
კარგი იქნება, რაღაც ეტაპზე, მოლაპარაკების შესახებ გარკვეული საკითხები გასაჯაროვდეს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თუ რომელიმე მხარე არ გადადგამს კომპრომისულ ნაბიჯს, საზოგადოებას ექნება ლეგიტიმური უფლება, იცოდეს, ვინ იყო ეს პარტია. „ველოდები, რომ შეთანხმება მიღწეული უნდა იქნას. თუ რომელიმე მხარე ქვეყნისთვის არსებითად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით არ განაცხადებს მზაობას, გადადგას ნაბიჯები, პირველ რიგში კი ხელისუფლება, რადგან ამ საკითხების განხორციელება და რეალიზება ხელისუფლების ვალდებულებას ისედაც წარმოადგენს, ამ შემთხვევაში საზოგადოებას ძალიან ლეგიტიმური უფლება ექნება, იცოდეს, ვინ იყო ეს პოლიტიკური პარტია. რაღაც ეტაპზე კარგი და სწორი იქნება, გარკვეული საკითხები მოლაპარაკების შესახებ გასაჯაროვდეს და საზოგადოებამ შეაფასოს ვინ არის მტყუან-მართალი და რა იყო მოლაპარაკებების მაგიდაზე რეალურად. ძალიან ბევრი პოლიტიკური სპეკულაცია ხდება, ვფიქრობ, რომ საზოგადოებას შეთანხმება უნდა“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრები დღეს განახლდება.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)