17:31 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-26 16:47:44, 475 ნახვა

საზოგადოება
დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში მოსასვენებელი სივრცე ეწყობა

დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას განაგრძობს. სხვადასხვა პროექტთან ერთად, დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-19 კორპუსის მიმდებარედ მოსასვენებელი სივრცე კეთდება.

ტერიტორია 900 კვ.მ ფართობს მოიცავს, რომელშიც სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდება.

სივრცეში განთავსდება საპარკე ფურნიტურა, მოეწყობა განათების სისტემა, გაკეთდება საფეხმავლო ბილიკები, პატარებისთვის გაკეთდა სათამაშო ზონა. ასევე, დაიგება რულონური ბალახი და მოეწყობა სარწყავი სისტემა, ტერიტორია შემოისაზღვრება უსაფრთხოების მოაჯირებით.

მოსასვენებელი სივრცის მოწყობას დიდუბის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა, გამგებლის მოადგილესთან ზურაბ უგულავასთან ერთად გაეცნო.

პროექტი დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მ.მ“ 152 576 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics