17:34 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-25 14:43:28, 613 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია - პოლიტიკურ კრიზისში ბარიერის დაწევა არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაციის მცდელობად გამოიყურება

ვადამდელი არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე, ეს გამოიყურება არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაციის მცდელობად, - ასე ეხამურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმად საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაიწევს.

მისი თქმით, ბარიერის დაწევა ოპოზიციის ერთიანი პოზიციაა, თუმცა ეს ყველაფერი კრიზისის განმუხტვას უნდა ემსახურებოდეს.

„როგორც კი დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, მაშინვე აქტუალური გახდება ბარიერის დაწევა, რომელიც არის ოპოზიციის ერთიანი პოზიცია. მე პირადად ვთვლი, რომ 2%-მდე დაწევაც შეიძლება ამ კონკრეტულ ვითარებაში, თუმცა ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი ზოგადად კრიზისის განმუხტვას უნდა ემსახურებოდეს, ანუ ამისთვის საჭიროა პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გამოიყურება რაღაც არალეგიტიმური პარლამენტის უბრალოდ ლეგიტიმაციის მცდელობად, ისე რომ რეალურად კრიზისი არ განიმუხტოს ქვეყანაში და იყოს ვითარება, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი აუქმებს ამომრჩევკების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის არჩევნების აზრსაც კი, რაც დამღუპველია ქვეყნისთვის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics