|
2021-03-25 14:23:07, 612 ნახვა
პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი - რუსეთი ძირს უთხრის და დესტაბილიზაციას უწევს მეზობელ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს
რუსეთი ძირს უთხრის და დესტაბილიზაციას უწევს მეზობელ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის მინისტერიალის შემდეგ განაცხადა. როგორც სტოლტენბერგი აღნიშნავს, ნატო აგრძელებს თანამშრომლობას ევროკავშირთან, რათა დარწმუნდეს, რომ უპასუხებს რუსეთის ქმედებებს. „რუსეთი ძირს უთხრის და დესტაბილიზაციას უწევს მეზობელ სახელმწიფოებში, უკრაინასა და საქართველოში, ასევე მოლდოვას რესპუბლიკაში. ის მხარს უჭერს ბელარუსის დარბევას და ცდილობს ჩაერიოს დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში. რუსეთი აგრძელებს ფართომასშტაბით სამხედრო დანაზოგებს, ბალტიიდან შავი ზღვისკენ, შუა აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, ასევე ხმელთაშუა ზღვიდან არქტიკაში. რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, ნატო-მ გააძლიერა კოლექტიური თავდაცვა, გავაუმჯობესეთ ჰიბრიდული და კიბერთავდაცვა. შევინარჩუნებთ სიფხიზლეს, გავაგრძელებთ თანამშრომლობას ევროკავშირთან და ჩვენს ახლო პარტნიორებთან ერთად, რათა დარწმუნდეთ, რომ ერთად ვუპასუხებთ რუსეთის ქმედებებს.“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)