|
2021-03-23 11:01:47, 763 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 265 თბილისში, 84 იმერეთში და 42 აჭარაში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 265 თბილისში, 84 იმერეთში და 42 აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე 299 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 80 პირი იმყოფება. „დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 528 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 265 შემთხვევა, აჭარა - 42, იმერეთი - 84, ქვემო ქართლი - 31, შიდა ქართლი - 20, გურია - 19, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 26, კახეთი - 17, მცხეთა-მთიანეთი - 13, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 770, საიდანაც: 1 467 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 728, აჭარაში - 155, იმერეთში - 276. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 299 პირი, მათ შორის, თბილისში - 139, აჭარაში - 24, იმერეთში - 70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 80 პირი, მათგან თბილისში - 51, აჭარაში - 3, იმერეთში - 12. 179 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 135 - თბილისში, 35 - აჭარაში. 2 124 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)