16:39 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-22 13:02:45, 403 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, მინისტრმა ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩთან, ანდრიუს კალინდრასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

თავდაცვის მინისტრმა ლიეტუვას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებით განხორციელებაში ლიეტუვას როლი.

მხარეებმა საქართველოსა და ლიეტუვას შორის სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლებაზე, სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე. ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სფეროში ლიეტუვასთან მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების იმედი გამოთქვა. შეხვედრას ლიეტუვას რესპუბლიკის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ნერიუს ტამოშაიტისი დაესწრო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics