03:22 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 12:40:53, 882 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - მიუღებელია მოწოდებები, რომ ჩაიშალოს „ნამახვანჰესის" მშენებლობა, ამ ნაწილში ვერ შევთანხმდებით

მიუღებელია მოწოდებები, რომ ჩაიშალოს „ნამახვანჰესის" მშენებლობა, ამ ნაწილში ვერ შევთანხმდებით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, შეიქმნება „რიონის ხეობის განვითარების ფონდი“, რომელიც დააფინანსებს საჭირბოროტო საკითხებს ტერიტორიაზე.

„შეიქმნება შესაბამისი „რიონის ხეობის განვითარების ფონდი“, 5 მილიონი ლარის ოდენობით, რომელიც ყველაზე საჭირბოროტო საკითხებს დააფინანსებს ამ ხეობაში და ამ ფონდის მართვა უნდა წამოვიდეს, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით. ჩვენ მზად ვართ და ვაგრძელებთ დისკუსიას ამ ჩამოყალიბებული გეგმის ფარგლებში და რა თქმა უნდა, მიუღებელია რადიკალური მოწოდებები, რომ შეჩერდეს, შეწყდეს, ჩაიშალოს, ინვესტორმა დაგვტოვოს, ამ ნაწილში ჩვენ ვერ შევთანხმდებით. ჩვენ ვმუშაობთ და დავიწყებთ კვლევების გადამოწმებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics