14:48 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-17 13:34:44, 490 ნახვა

პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი - პოლიტიკური გადაწყვეტილება კონსტიტუციისა და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო ვერ იქნება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება ვერ იქნება ვერც კონსტიტუციის საწინააღმდეგო და ვერც ხალხის ინტერესების საზიანო.

როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პოლიტიკურმა სუბიექტებმა უნდა შეძლონ პოზიციების დაახლოება.

„ყველა მხარესთან მიმართებაში არის მოწოდება, რომ ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული და სამართლიანი გადაწყვეტილება შედგეს. გადაწყვეტილება ვერ იქნება ვერც კონსტიტუციის საწინააღმდეგო, სადაც არის დაფიქსირებული, როდის ტარდება არჩევნები და ვერც ხალხის ინტერესების საზიანო. ეს უნდა იყოს ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული, კონსტიტუციასთან შესაბამისი და სამართლიანი გადაწყვეტილება. პოლიტიკურმა სუბიექტებმა უნდა შეძლონ პოზიციების დაახლოება.

ჩვენი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ჩვენ ამ პროცესში უნდა მივიღოთ მონაწილეობა აქტიურად, ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ და ვახორციელებთ იმით, რომ ვსხედვართ მოლპარაკების მაგიდასთან, გვაქვს მზაობა სამართლიან, ხალხის ინტერესებზე ორიენტირებულ შეთანხმებაში მივიღოთ მონაწილეობა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics