14:05 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-16 16:57:54, 612 ნახვა

მსოფლიო
ავსტრალიის მთავარი სამედიცინო ოფიცერი - არ არსებობს მტკიცებულება, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა იწვევს თრომბოზს

ავსტრალიის მთავარი სამედიცინო ოფიცერი, პროფესორი პოლ კელი აცხადებს რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა იწვევს სისხლის შედედებას ანუ თრომბოზს.

როგორც პოლ  კელი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ შეაჩერა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღება, ავტრალიაში ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გრძელდება.

სამშაბათს, პოლ კელი შეუერთდა თერაპიული საქონლის ადმინისტრაიისა და ავსტრალიის ტექნიკური საკონსტულტაციო ჯგუფს იმუნიზაციების საკითხებში, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დასაცავად და აღნიშნა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტთან კავშირში მყოფმა ვაქცინებმა არ გამოიწვია თრომბოზი.

„ნათლად მინდა განვმარტო, რომ აქ, ავსტრალიაში, ჩვენი პირველი პრიორიტეტი უსაფრთხოებაა და ნებისმიერი დიდი ვაქცინის დროს ჩვენ ველოდებით უჩვეულო მოვლენებს და მათ ძალიან ფრთხილად ვაკვირდებით, მაგრამ ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ მომხდარი მოვლენა ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ, ვაქინასთან არის კავშირში.

ჩვენ ამას ყოველთვის სერიოზულად ვუყურებთ, ვიკვლევთ, მაგრამ ამ შემთხვევაში აბსოლუტურად დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინაში დარწმუნებული ვარ, რომ ის უსაფრთხოა “, - განაცხადა პოლ კელიმ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინული რაკეტები ამჟამად რუსეთის რეგიონების ნახევარზე მეტს აღწევენ
Bloomberg: რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ქონება წლის დასაწყისიდან 4.82 მილიარდი დოლარით გაიზარდა
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics