13:51 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-16 10:50:22, 397 ნახვა

პოლიტიკა
ვიოლა ფონ კრამონი - მზად ვარ, პოლიტიკურ პარტიებთან მედიაციაში სრულად ჩავერთო

„მზად ვარ, პოლიტიკურ პარტიებთან მედიაციაში სრულად ჩავერთო“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს.

მანვე ისაუბრა საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ კრიზისზე და მოუწოდა მხარეებს, რომ გვერდით გადადონ პარტიულ ინტერესები.

„ევროპარლამენტი აქტიურად არის დაკავებული საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად. ამიტომ, მე მხარს ვუჭერ პრეზიდენტ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს მის მუდმივ შუამავლობაში. მე ველოდები მასთან მჭიდრო თანამშრომლობას. ევროკავშირის შუამავლობის მცდელობების წარმატება დამოკიდებულია ევროკავშირის ინსტიტუტებზე, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოში პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესების მიზნით და შემდგომი რეფორმებისკენ მიმავალი გზა.

როგორც ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფში (DEG) საქართველოს წამყვანი წევრი, მზად ვარ სრულად ჩავერთო საპარლამენტო მედიაციის მცდელობებში საქართველოს პარლამენტთან და ყველა მხარის პოლიტიკურ პარტიებთან. აუცილებელია თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის პოლიტიკური კლიმატის შექმნა, რაც აუცილებელია ევროპარლამენტისთვის შუამავლობის პროცესში ჩართვისთვის. ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკურ პარტიას, გვერდით გადადონ პარტიულ ინტერესებს, თავიანთი დებატების ცენტრში მოათავსონ ქვეყნის მოქალაქეები და პატივი მიაგონ მათ ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
საქართველოს მოქალაქე დაუსწრებლად გაასამართლეს უკრაინის მხარეს ომში მონაწილეობისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics