|
2021-03-15 11:21:32, 450 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძის განცხადებით, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევამდე დარჩება
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევამდე დარჩება. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, დანიელსონის დარჩენა კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ შეთანხმებას ვერც ერთი მხარე ვერ გაექცევა. „კარგი ამბავია ის, რომ დანიელსონი შეეცდება მანამ იყოს საქართველოში, სანამ შეთანხმება არ მოხდება. რომ გითხრათ დღეს რამე განსხვავებული კუთხით წავიწიეთ წინ, ასე კონკრეტულად ეს არ არის. მივესალმები, რომ მოლაპარაკება არ შეფერხდა და გაგრძელდება. ოპოზიცია მზადაა რაციონალური კომპრომისისთვის. სიტუაცია მარტივი არაა. შეიძლება ჩვენი შეხვედრა იყოს უკვე ხვალ, მაგრამ არ ვიცი ცალკე თუ გაერთიანებული. შეხვედრაზე არ ვიცი რა პოზიციას აფიქსირებს„ქართულ ოცნებას“. დანიელსონის დარჩენა ნიშნავს, რომ ვერც ერთი მხარე ვერ გაექცევა შეთანხმებას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ.
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
საქართველოს მოქალაქე დაუსწრებლად გაასამართლეს უკრაინის მხარეს ომში მონაწილეობისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)