12:52 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-15 09:05:57, 591 ნახვა

პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონი პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრებს დღესაც გამართავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრებს დღესაც გამართავს.

კრისტიან დანიელსონის ჩართულობით პოლიტიკურ მხარეებთან კონსულტაციები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კრისტიან დანიელსონი ორჯერ შეხვდა „ქართული ოცნების“ ლიდერებს, შუალედში კი მან შეხვედრები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან გამართა.

აღსანიშნავია, რომ კრისტიან დანიელსონი ბრიუსელში დღეს დილით უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა ვიზიტი ერთი დღით გადადო და შესაბამისად, დღესაც საქართველოში რჩება.

„ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ და გადავწყვიტე, იმისთვის, რომ პროცესი კიდევ უფრო წინ წავიდეს, ხვალაც ვრჩები თბილისში, ჩემი ვიზიტი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება.

გავაგრძელებთ მუშაობას, რათა კიდევ უფრო წინ წავიდეთ, ყველა მხარე ძალიან ჩართულად მუშაობდა პროცესშიი. ხვალაც გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics