12:52 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-15 00:25:53, 524 ნახვა

პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონი - პარტიების მიერ წინ წასასვლელი გზის გამონახვა საქართველოს ეროვნულ ინტერესშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ევროკავშირისთვის საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია, რის გამოც ისინი აქტიურად არიან ჩართულნი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების პროცესში.

როგორც დანიელსონმა საქართველოს პირველი არხის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, მოლაპარაკებებში წინსვლა საქართველოს ინტერესებშია.

„მიზეზი, რატომაც პრეზიდენტმა მიშელმა აიღო ეს როლი და გამომგზავნა აქ, არის ის, რომ მას მტკიცედ სჯერა ევროკავშირისთვის საქართველოს მნიშვნელობის. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია და პარტიების მიერ წინ წასასვლელი გზის გამონახვა საქართველოს ინტერესშია, საქართველოს ეროვნულ ინტერესში, ქართველი ხალხის ინტერესში. ეს არის ის, რაზეც ვმუშაობთ. სწორედ ამიტომ ვდებთ ამხელა ძალისხმევას პარტიების მხარდაჭერაში და ვფიქრობ, სწორედ ამიტომ არიან პარტიები ასე ჩართულები“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics