12:52 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-14 16:13:15, 578 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნების“ მხრიდან ახალ პოზიციებს განვიხილავთ

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიროგი ვაშაძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან ერთად მიმდინარე მოლაპარაკებებზე "ქართული ოცნების" ახალ პოზიციებს განიხილავენ.

მისი თქმით, პროგრესი შეინიშნება, მაგრამ ჯერ არ არიან იმ ნიშნულამდე მისულები, რაზეც შეიძლება შეთანხმება მოხდეს.

„მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ პროგრესი ნამდვილად გვაქვს, მაგრამ ჯერ არ არის ის ნიშნული, რაზეც შეიძლება შეთანხმება შედგეს, ეს მე პოზიტიურად განმაწყობს, რადგან დღეს კიდევ ორი შეხვედრა გვექნება და შესაძლოა მხარეების პოზიცია კიდევ უფრო დაახლოვდეს. დიდი მადლობა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს მათი დამსახურებაა, ეს ბლიც-მოლაპარაკებები 5 თვის შემდეგ და ვფიქრობ, რომ ყველას რაციონალური მიდგომა უნდა გვქონდეს.

ჩვენ განვიხილავთ ახალ პოზიციებს „ქართული ოცნების“ მხრიდან. ასევე  ხაზი მინდა გავუსვა, დოკუმენტი რაზეც ვმუშაობდით, ეს არის ამერიკის მიერ დადებული საბაზისო სტადარტი, რის გარშემოც მუშაობა მიმდინარეობს, ვფიქრობ ეს გარდამტეხი იქნება შეთანხმების პროცესში.

განიხილება 6-ივე პუნქტი, განიხილება პოლიტპატიმრების საკითხი, სააარჩევნო რეფორმა და რიგგარეშე არჩევნების თემატიკაც, როგორ შეიძლება მივიდეთ აქამდე. ჩვენ ვთქვით სამი ალტერნატივა რიგგარეშე არჩევნების თუმცა ყველაფერი ისევ განხილვის პროცესშია. კონკრეტულად ვერ გეტყვით თარიღს“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics