12:51 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-14 15:30:06, 518 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - დღევანდელ შეხვედრაში პოზიტიური დინამიკა გვქონდა და ჩვენი ამოცანაა დღის ბოლომდე შეთანხმება მოხდეს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ევროპულ საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ დღევანდელ შეხვედრაში დადებითი დინამიკა ქონდათ და მათი ამოცანა დღეს, დღის ბოლომდე შეთანხმების მიღწევაა.

მისივე თქმით, შესაძლოა მოლაპარაკებები მათ მმართველ გუნდთან ერთადაც გამართონ.

„მოლაპარაკება გრძელდება და შემიძლია ვთქვა რომ დღეს მოლაპარაკებებში პოზიტიური დინამიკა ნამდვილად გვქონდა, მაგრამ ასევე მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ ჯერ შეთანხმება მიღწეუული არ არის და საერთო დოკუმენტი და ის 6 პუნქტიანი ჩარჩო შეთანხმების შესრულება არ დაწყებულა, შეხვედრა გაგრძელდება და იმედი მაქვს ყველაფერი შედეგიანად დასრულდება. პროგრესი იყო, დღევანდელი შეხვედრა იყო პოზიტიური და შეთანხმების მისაღწევად მსვლელობა გრძელდება. გამომდინარე დროითი შეზღუდვებიდან ჩვენი ამოცანაა დღეს დღის ბოლომდე მოხდეს შეთანხმება, დანარჩენი დეტალები დღის ბოლომდე აუცილებლად გეცოდინებათ. მგონია რომ შეხვედრა მმართველ გუნდთან ერთადაც გაიმართება, თუმცა ამას ვერ დავადასტურებ“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics