12:52 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-13 17:04:35, 652 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკის განცხადებით, გიორგი გახარიას ნიკა მელიას დაკავებაზე საკმაოდ მტკიცე და მომთხოვნი პოზიცია ჰქონდა

გიორგი გახარიას ნიკა მელიას დაკავებაზე საკმაოდ მტკიცე და მომთხოვნი პოზიცია ჰქონდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკი, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე საუბარი, რომ 5 საათისთვის ხელისუფლებამ იცოდა პრემიერ-მინისტრის პოზიციის შეცვლა, არაპროფესიონალიზმი და გულუბრყვილობაა.

„ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 5 საათზე ვიცოდით, რომ პოზიცია შეიცვალა პრემიერ-მინისტრმა, მაშინ როდესაც სასამართლო გადაწყვეტილება არ იყო დამდგარი. ამის წინასწარ ცოდნად მონათვლა, არ არის პროფესიონალური და საერთოდ გულუბრყვილობაა, რადგან რამდენიმე ვარიანტი იყო გათვლილი და რასაკვირველია, სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ესა თუ ის მოქმედებები უნდა ეწარმოებინა აღმასრულებელ ხელისუფლებას. გამორიცხულია და ბავშვი არ დაიჯერებს იმას, რომ მერე უნდა მოემზადო, რაც დადგება შედეგი. ხელისუფლებას უნდა ემოქმედა კონკრეტული გეგმით.

როდესაც საუბარი იყო, რომ მისთვის საპარლამენტო უფლებამოსილება შეენარჩუნებინათ, გახარიას რიტორიკა მახსოვს, მოსატყუებელი აქ არაფერია, საკმაოდ მყარი მტკიცე და მომთხოვნი პოზიცია ჰქონდა ამასთან დაკავშირებით. 5 საათისთვის თუ მერე, რა ლაპარაკი შედგა არ ვიცი, მაგრამ ჩამოყალიბებული, თუკი სასამართლო მიიღებდა გადაწყვეტილებას დაკავების შესახებ, აღმასრულებელ ხელისუფლებას უნდა აღესრულებინა და არ მიეცა შეჯახებების ორგანიზების საშუალება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics