|
2021-03-12 17:27:42, 453 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნება“, როგორც კონსტრუქციული ძალა გააკეთებს ყველაფერს, რათა დიალოგი წარმატებით დასრულდეს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა ოპოზიციასთან დიალოგი წარმატებით დასრულდეს. „დიდი იმედი გვაქვს, რომ დიალოგი დასრულდება წარმატებით. „ქართული ოცნება“, როგორც კონსტრუქციული ძალა და მმართველი პარტია, რომელსაც გაცნობიერებული აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საზოგადოების, ასევე საერთაშორისო პარტნიორების წინაშე გააკეთებს ყველაფერს, რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მანვე დასძინა, რომ დიალოგის დეტალებს მოლაპარაკების დასრულებამდე არ გაასაჯაროებს. „დიალოგის დეტალებთან დაკავშირებით ჩვენ შეთანხმება გვაქვს, ჩვენი მხრიდან ვერ გაკეთდება ვერც ერთი განცხადება, გაგრძელდება დიალოგი მომდევნო დღეების განმავლობაში, მაგრამ პროცესის დასრულების შემდეგ გავაკეთებთ კომენტარებს, მანამდე არც ერთ დეტალთან დაკავშირებით. საუბარი იყო წითელ, ყვითელ თუ ლურჯ ხაზებზე, ამაზე ვერ გავაკეთებ განცხადებას, იმიტომ რომ ეს არის დიალოგის ნაწილი“, - დასძინა ირაკლი კობახიძემ
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)