05:24 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-12 13:33:21, 463 ნახვა

ეკონომიკა
უნგრეთის რესპუბლიკის სასტიპენდიო პროგრამა „STIPENDIUM HUNGARICUM“ აგრარული პროფესიების დაუფლების შესაძლებლობას იძლევა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და უნგრეთის  რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა, ვიქტორია ჰორვატმა სასტიპენდიო პროგრამის „STIPENDIUM HUNGARICUM“ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

უნგრეთის რესპუბლიკის სასტიპენდიო პროგრამა „STIPENDIUM HUNGARICUM“ მსურველებს, უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში სოფლის მეურნეობის მიმართულებით სხვადასხვა პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას აძლევს.

 „STIPENDIUM HUNGARICUM“ დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ისწავლონ შესაბამის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე.

აღსანიშნავია, რომ სასტიპენდიო პროგრამა, უნგრეთის საგანმანათლებლო სივრცის ინტერნაციონალიზაციის მიზნით, უნგრეთის მთავრობის მიერ 2013 წელს შემუშავდა. პროგრამით, ყოველწლიურად, მსოფლიოს 70 ქვეყანაში 5000 საერთაშორისო სტუდენტი სარგებლობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics