12:40 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-09 19:42:42, 1474 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი - ამერიკელები ცდილობენ ძირი გამოუთხარონ „ქართული ოცნების“ პოზიციას

რუსეთის საგარეო დაზვერვის ფედერალური სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ აშშ-ის ჩართულობის შესახებ განცხადება გააკეთა.

განცხადებას ფედერალური სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ მიხეილ სააკაშვილის დროიდან მიეჩვია მართოს საქართველოს პოლიტიკური პროცესები

„ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დროიდან აშშ მიეჩვია, „ხელჩართულ რეჟიმში“ მართოს საქართველოში პოლიტიკური პროცესები, უკარნახოს, როგორ იმუშაოს ხელისუფლებამ და რა ხაზი გაატაროს ოპოზიციასთან მიმართებით.

ბოლო დროს ვაშინგტონში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მოქმედებების გამო უკმაყოფილება იზრდება, ქართული ოცნება თავს არიდებს უპირობოდ ამერიკული მოთხოვნების შესრულებას. თეთრ სახლში გაღიზიანებულები არიან, რომ "მეოცნებეები" სრულიად არ ასრულებენ მითითებას - უპირობოდ მიჰყვნენ ევროინტეგრაციის კურსს.

საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები გეგმავენ, დაიწყონ სისტემურად მუშაობა ოპოზიციის მხარდასაჭერად და ამავდროულად ძირი გამოუთხარონ „ქართული ოცნების“ პოზიციას.

ევროპელ პარტნიორებს აშშ განაწყობს „ქართული ოპოზიციის“ მხარდასაჭერად. ვაშინგტონში გასაგებს ხდის საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ თბილისთან მიმართებაში თეთრი სახის შემდგომი დამოკიდებულება განსაზღვრული იქნება საქართველოს მთავრობის მზაობით, ზუსტად მიჰყვეს ამერიკულ მითითებებს.

საქართველოს მაგალითი ხატოვნად აჩვენებს, რომ კერძო ნაციონალისტური ელიტების მისწრაფებებს, მიიღონ ვაშინგტონის მფარველობა თავისი მიმდინარე ამოცანების გადასაჭრელად, სწრაფად მივყავართ დე-ფაქტო სუვერენიტეტის და როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის დამოუკიდებლად გატარების შესაძლებლობის დაკარგვასთან“, - ვკითხულობთ განცხადებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
თბილისი შეაფასებს ქალაქის მცხეთასთან,რუსთავისთან და აეროპორტთან რკინიგზით დაკავშირების შესაძლებლობას
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics