02:39 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-05 17:32:43, 550 ნახვა

საზოგადოება
ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების თარიღზე შეთანხმება არ შემდგარა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტი ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ, თუმცა რაიმე კონკრეტულ თარიღზე შეხვედრაზე არ უსაუბრიათ.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხს. ეს საკითხი დასრულდა აქტუალურად. მოგეხსენებათ, რომ მაღალი ხარისხის საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც სხვათა შორის დღევანდელ შეხვედრაზეც იყო მკვეთრად გამოხატული. შედგა თემატური დისკუსია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ვიმსჯელეთ კონკრეტულ ფორმებზე და გაკეთდა შეთავაზება, რომ ზოგადად ამგვარ შემთხვევებში აუცილებელია საკითხი ჰუმანიტარულ პერსპექტივაში გადაწყდეს. ამ ეტაპზე თარიღებზე საუბარი გაგვიჭირდება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა მოქალაქე გათავისუფლდება. ამ საკთხზე საუბარი რაიმეს სანაცვლოდ არ ყოფილა“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics