02:38 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-05 12:18:06, 618 ნახვა

საზოგადოება
ალეკო ელისაშვილი - მიხეილ სააკაშვილს დედამიწაზე არაფერი ადარდებს ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა

ერთადერთია მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც დედამიწაზე არაფერი ადარდებს ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კარგია, რომ სააკაშვილის თანაგუნდელები მის პათოსს და ვნებებს არ იზიარებენ.

„როგორც ჩანს, შეთანხმება ყველამ კარგად გავითავისეთ, რაც შარლ მიშელის ჩამოსვლის დროს შედგა. ერთადერთია მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც დედამიწაზე არაფერი ადარდებს ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა და ხელისუფლებაში დაბრუნების გზად არც საარჩევნო რეფორმას თვლის, არც პლებისციტს და არაფერს, რევოლუციის გარდა. კარგია, რომ მისი თანაგუნდელები სააკაშვილის ამ პათოსს და ვნებებს არ იზიარებენ. ყოველ შემთხვევაში, საჯარო კომენტარებში ეს ჩანს და ეს არის მისასალმებელი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ ქვეყანას არა პლებისციტი, არამედ რიგგარეშე არჩევნები სჭირდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics