08:24 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-03 11:11:36, 577 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - გამოვაცხადეთ კონკურსი „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების კანდიდატების შესარჩევად

საქართველოს მთავრობა სახელმწიფო საწარმოების მასშტაბურ რეფორმას ახორციელებს. რეფორმის ფარგლებში, შეირჩა სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა", რომელიც ახლახანს გამოვიდა რეაბილიტაციის რეჟიმიდან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „სახელმწიფო ელექტროსისტემა" მნიშვნელოვანი კომპანიაა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ქვეყნის მოსახლეობის უწყვეტი და ხარისხიანი ენერგომომარაგებისთვის. მისი თქმით, დღეს კომპანია ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებს, რაც ძალიან დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯია კომპანიის გაძლიერებისკენ.

მინისტრის თქმით, მომდევნო ეტაპია კომპანიის კორპორატიზაცია და საუკეთესო კორპორატიული სტანდარტების დანერგვა, მათ შორის, მენეჯმენტში.

„ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების კანდიდატების შესარჩევად. კომპანიის წარმატებული რეფორმირება შემდგომში უნდა გახდეს მთლიანად სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საპილოტე მოდელი. ამრიგად, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატების გამჭვირვალე პროცედურით შერჩევა და შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების მოძიება უმნიშვნელოვანესია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, რეფორმის მთავარი ამოცანაა, რომ მსხვილი სტრატეგიული სახელმწიფო კომპანიები გახდნენ უფრო ძლიერები, დამოუკიდებლები, უფრო კვალიფიციურად მართულები, საუკეთესო კორპორატიული სტანდარტები და პრაქტიკა იყოს დანერგილი და დამოუკიდებლად იზიდავდნენ ფინანსებს როგორც ჩვენს ადგილობრივ საფინანსო ბაზარზე, ასევე უცხოეთშიც.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიქმნა საკონკურსო კომისია, რომლის ფუნქციაა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევა. საკონკურსო კომისიამ უნდა უზრუნველყოს შერჩევის პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა და საჯაროობა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics