10:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-03 10:35:02, 1040 ნახვა

მსოფლიო
აშშ გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების გარდა, რუსეთისთვის ყველა სახის დახმარებას წყვეტს

აშშ გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების გარდა, რუსეთისთვის ყველა სახის დახმარებას წყვეტს.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საქმეზე დაწესებული სანქციების ფარგლებში, აშშ-მა რუსეთი იმ ქვეყნების სიიდან ამოიღო, სადაც შეიარაღების გაყიდვა ან ექსპორტია შესაძლებელი.

ამასთან, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, აშშ უარს ამბობს რუსეთისთვის კრედიტების, საკრედიტო გარანტიების ან სხვა სახის ფინანსური დახმარების გაცემაზე.

სანქციები ძალაში ერთი წლის განმავლობაში დარჩება და ისინი მხოლოდ მას შემდეგ მოიხსნება, რაც რუსეთი დაადასტურებს, რომ არ გამოიყენებს სასიკვდილო ქიმიურ ან ბიოლოგიურ იარაღს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. გარდა ამისა, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს მსგავსი იარაღის დამზადება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა იმ რუსი მაღალჩინოსნების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ალექსეი ნავალნის საქმეზე სანქციები დაუწესდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics