04:54 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-27 17:36:59, 478 ნახვა

საზოგადოება
1-ელი მარტიდან ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზი მუშაობას განაახლებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზები 1-ელი მარტიდან მუშაობას განაახლებს.

ამ ეტაპზე მკვლევართა დარბაზები გაიხსნება შემდეგ არქივებში:

საისტორიო ცენტრალური არქივი (ვაჟა-ფშაველას გამზ. N1);

უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი (ვაჟა-ფშაველას გამზ. N1);

კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი (ვაჟა-ფშაველას გამზ. N1).

მკვლევართა დარბაზებში პირი დაიშვება მხოლოდ წინასწარი დაჯავშნითა და პირბადით, დეზობარიერის გამოყენებითა და ხელის ჰიგიენის დაცვით.

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, დარბაზები შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით იმუშავებს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://www.moh.gov.ge/uploads/files/2020/Failebi/01_227brdzaneba_danartebit/Danarti_N36_-bibliotekebi.pdf

ეროვნული არქივის დარბაზებში მკვლევართა დაშვებისა და მუშაობის ზოგადი წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/mkvlevarta-darbazi.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics