|
2015-01-30 15:26:57, 3999 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა ნორიოს საწვრთნელი ბაზა მოინახულა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ, მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ IV მექანიზირებული ბრიგადის ნორიოს საწვრთნელი ბაზა მოინახულეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ მასპინძლობა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ, IV მექანიზირებული ბრიგადისა და საწვრთნელი ბაზის ხელმძღვანელმა პირებმა გაუწიეს. საწვრთნელი ბაზის სტუმრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის “ჩარლი“ ასეულის მონახულება გახლდათ. აღნიშნული ასეული ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე სწავლებას გადის, რის შემდეგაც ის პირველ ასეულს შეუერთდება, როგორც ნატოს სწრაფი რეაგირების (NRF) ძალების კომპონენტი. მინდია ჯანელიძემ ნორიოს საწვრთნელი ბაზაც დაათვალიერა, არსებულ სიტუაციას და სამხედრო მოსამსახურეთა პირობებს, ასევე, მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. თავდაცვის მინისტრი სამხედრო ბაზის ხელმძღვანელ პირებს გაესაუბრა. მან სწავლების პროცესი და ბაზის ინფრასტრუქტურა დადებითად შეაფასა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)